ახალი ამბები

21-22 ნოემბრის სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი დაკრძალეს

26 ნოემბერი, 2017 • 2558
21-22 ნოემბრის სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი დაკრძალეს

21-22 ნოენბერს თბილისში მომხდარი სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, მანამდე კი ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. პანაშვიდზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად გაიღო. 2015 წლიდან მოქმედი კანონის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 ათასი ლარით დაეხმარება, ხოლო ყოველთვიურად – 1000 ლარით.
ვახტანგ გომელაურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ივანე გოლაშვილი ისანში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა. სუს-ის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი და დაკავებულია ერთი. სუს-ის ცნობით მოკლული არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. სუსი ასევე არ აკონკრეტებს, რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები, თავდაპირველად იყო საუბარი მათი მხრიდან ტერორიზმთან კავშირზე, რაც საბოლოოდ არ დაუდასტურებიათ. სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა 4 სპეცრაზმელი. ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის პანკისელ თინა გაურგაშვილს, რომელიც გააქირავა გაურგაშვილის შვილის – ასლანბეგ ჯაბრაილოვის ცოლის ძმამ, რიზვან გორნაკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი