ახალი ამბები

ანონსი – 24 ნოემბერი

23 ნოემბერი, 2017 • 1862
ანონსი – 24 ნოემბერი
  • წარმოგიდგენთ 24 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ილიანა დერილოვას შეხვდება. თემა: კომიტეტისა და ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული გეგგმები. მისამართი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N317.

10:30 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას “ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები”.

10:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება, შეხვედრები პარლამენტში და რაზე მოხერხდა შეთანხმება. მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565.

11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, მე-5 სართული).

11:00 საათზე, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი პორტალ “კვირას” პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე და არსებული საფრთხეები. მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565.

12:00 საათზე, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ” წევრი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. ადგილი: ბორჯომი, საკრებულოს შენობა. საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი – 558123412.

12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული).

12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

13:00 საათზე, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაუძღვება. მისამართი: თბილისი, პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

14:00 საათზე, “თავისუფალი საქართველოს” ცენტრალურ ოფისში კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავენ. თემა: 21 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია. მისამართი: ონიაშვილის ქ. #80. საკონტაქტო: 558427474.

14:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

14:30 საათზე, ვერის სასაფლაოზე, ბუტა რობაქიძის მკვლელობის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, რობაქიძეების ოჯახის წევრები, “დემოკრატიის ინსტიტუტის”, ასევე სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენელები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მკვლელობის საქმის გაყალბებაში მონაწილე მაგალჩინოსანთა დასჯას მოითხოვენ. საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი – 558296980.

15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტის პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდებიან. მისამართი : თბილისი, პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

16:00 საათზე, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გაიმართება იმერეთის რეგიონში კიბოს სკრინინგის მობილური პროგრამის სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფის პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია. პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ “გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის” ფარგლებში. მისამართი: გაზაფხულის ქ. #16. საკონტაქტო პირი: გიორგი ლომიძე – 555771440.

16:00 საათზე, არქიტექტორთა და მშენებლთა ფონდის მიერ გამოცემული “არქიტექტორთა და მშენებლთა ენციკლოპედიის” პრეზენტაცია გაიმართება.  მისამართი: გამრეკელის ქ. #2, საბანკეტო დარბაზი “ბახტრიონი”. საკონტაქტო პირი: ვაჟა ნადირაშვილი – 599902601.

17:00 საათზე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ადა მარშანიას მამის ლორიკ მარშანიას საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. მისამართი: უზნაძის ქ. #68, აფხაზეთის კულტურის სამინისტრო. საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი – 558123412.

18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ფოტოგრაფიაში ლიტვური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენა “მოგზაურობებიდან”. გახსნას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ლიტვისა და საქართველოს კულტურის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი ხელოვანები.

18:00 საათზე, ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), გამოფენა “ხელოვნება და მშვიდობა – თანამედროვე ჩინური ხელოვნება” გაიხსნება. მისამართი: სიონის ქ. #8.

მასალების გადაბეჭდვის წესი