ნარმანიამ თბილისის მერის პოსტი კალაძეს გადააბარა

თბილისის ახალარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კახა კალაძე მერიაში უკვე მივიდა. კალაძე თანამშრომლებს თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ წარუდგინა:

“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, თუ რამდენი არის გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. შესაბამისად, გუნდთან ერთად, ამ ადამიანებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ იმ პრიბლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია” – ამბობს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ის საკუთარ გუნდს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. მერის მოადგილეების ვინაობა, კალაძის თქმით, დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს თბილისის უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია. ნარმანიამ წარმატებები უსურვა კახა კალაძეს, თავად კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას. კითხვაზე, არის თუ არა რაიმე შემოთავაზება “ქართული ოცნებიდან”, ნარმანია პასუხობს, რომ შემოთავაზებები “აუცილებლად იქნება”.

კახა კალაძე და დავით ნარმანია. თბილისის მერია. 13.11.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

კახა კალაძე და დავით ნარმანია. თბილისის მერია. 13.11.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

კახა კალაძე და დავით ნარმანია. თბილისის მერია. 13.11.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი