ლაშა ტალახაძემ საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

ძალოსნობაში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი 2017 წელს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა, როცა ატაცში 217 კილოგრამი დაძლია, დღეს კი რეკორდი გააუმჯობესა და ატაცში 220 კილოგრამი დაძლია.
ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია, რაც ატაცთან ჯამში, ორჭიდში მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს და რომლითაც ლაშა ტალახაძემ ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ქართველმა ძალოსანმა დღეს საქართველოს ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ლაშა ტალახაძეს გამარჯვება პირადად მიულოცა, ჯილდო გადასცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com