ახალი ამბები

ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – 492 კილოგრამი

17 დეკემბერი, 2021 • 1973
ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – 492 კილოგრამი

ლაშა ტალახაძე ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა. ტურნირზე მან თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი ასწია.

გარდა ორჭიდისა, ტალახაძემ მსოფლიო რეკორდები ატაცსა და აკვრაშიც დააფიქსირა.

ტალახაძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ყველა მოწინააღმდეგეზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

მანამდე მან ეს ტიტული 2015, 2017, 2018, 2019 წლებში მოიპოვა.

ტაშკენტში გამართულ ტურნირზე, ატაცში 225 კილოგრამი დაძლია, რითიც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მანამდე ტალახაძის რეკორდი 223 კგ იყო.

აკვრაში ტალახაძემ 267 კილოგრამი დააფიქსირა და აქაც გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი.

თავდაპირველად ორმა მსაჯმა ტალახაძის შედეგი არ ჩათვალა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს.

ლაშა ტალახაძე რიო-დე-ჟანეიროსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. მას ასევე ხუთჯერ აქვს მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი