ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა

2 ნოემბერი, 2017 • 1756
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ახალი მონაცემების მიხედვით, ხვალ, 3 ნოემბერს, 1 აშშ დოლარი თითქმის 2.63(2.6297) ლარი ეღირება, 1 ევროს შეძენა კი 3.06 ლარად იქნება შესაძლებელი.

ამ დრომდე მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.61 ლარი ღირდა, 1 ევროს ფასი კი 3.03 ლარს შეადგენდა.

ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაშია გაუფასურებული. გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 7 თეთრი, ისრაელის შეკელთან შეინიშნება: 10 შეკელის შეძენა, 2 ნოემბრიდან, 7.50 ლარად შეგეძლებათ.

ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო.  საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი