ახალი ამბები

ცესკო: დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები

21 ოქტომბერი, 2017 • 1418
ცესკო: დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები

ცესკოში იმ პროცედურული ხარვეზების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ამ დროისთვის ფიქსირდება. ცესკოს ცნობით, დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები, ასევე, ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზე „პრეს-მედიის“ წარმომადგენელის მიმართ შედგა გაძევების ოქმი:

“დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები.   დანარჩენი ორი სახის ბიულეტენი მერისა და პროპორციული არჩევნებისთვის იყო უბანში. საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და  საარჩევნო უბანს მაჟორიტარული სახის ბიულეტენები უკვე მიეწოდა. ამასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი და საბოლოო გადაწყვეტილებას  შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს.  მარტვილის 34- უბანზე არ აღმოჩნდა მარკირების შემოწმების ფარანი და ის დაუყოვნებლივ მიეწოდა კომისიას; ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზეპრეს-მედიისწარმომადგენლის მიმართ შედგა გაძევების ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის არაერთხელ ხელის შეშლის გამო“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი