ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კრიმინალთან საბრძოლველად აფხაზეთში ახალი შს მინისტრი დანიშნეს

13 ოქტომბერი, 2017 • 2232
კრიმინალთან საბრძოლველად აფხაზეთში ახალი შს მინისტრი დანიშნეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ტერიტორიაზე გართულებული კრიმინოგენული სიტუაციის გამო შს მინისტრი, ასლან კობახია გადააყენა და ახალ მინისტად გენერალი გარი არშბა დანიშნა.

“საჭიროა უფრო ხისტი და აქტიური მოქმედება აფხაზეთში კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით. საჭიროა სრულიად სხვანაირი მუშაობა. ახალი მინისტრი ამ პროცესს ხელს შეწუყობს. მან კარგად იცის ოპერატიული მუშაობის პროცესი”,- განაცხადა ხაჯიმბამ ახალი მინისტრის წარდგენისას.

“ყველა არსებული საშუალების მობილიზაციით უნდა ვებრძოლოთ დანაშაულის ყველა გამოვლინებას”, –  აცხადებს გარი არშბა.

ბოლო ორ წელიწადში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამი შს მინისტრი შეიცვალა.

რთული კრიმინალური სიტუაციის გამო აფხაზურ მხარეს რუსეთიდანაც ჰქონდა შენიშვნები, კერძოდ, რუსეთის ელჩმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სემიონ გრიგორიევმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ აფხაზური ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო.რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

2017 წლის ივლისში, დაყაჩაღების მიზნით, აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს. იყო  რუს ტურისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევებიც. სწორედ კრიმინოგენული ვითარების გამო წელს აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი