ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე

კობახიძის თქმით, “ოცნებას” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ჯერ არ შეურჩევია

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, ვინ იქნება მათი კანდიდატი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე:

“საკრებულოს თავმჯდომარეს რაც შეეხება, საბოლოოდ ამასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებული არ არის. საბოლოო განხილვა ამასთან დაკავშირებით არ შემდგარა, შესაბამისად, მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე”,- განაცხადა კობახიძემ ჟურნლისტებთან საუბრისას.

21 სექტემბერს ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატთა საარჩევნო სია წარუდგინა მედიას, სადაც ძირითადად ახალი სახეები ფიგურირებენ. სიის პირველი ნომერია მარიკა დარჩია, “პალიტრა მედიის” კრეატიული დირექტორი, ხოლო თბილისის  საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მეათე ნომერია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com