ხანძარი შავნაბადის მონასტერთან – დამწვარია ორსართულიანი კელია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, გარდაბანში, სოფელ თელეთთან ახლოს, შავნაბადის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. მათი ინფორმაციით, დამწვარია მონასტრის ორსართულიანი ხის კელია, სადაც ბერები ცხოვრობდნენ.

როგორც სააგენტოდან გვაცნობეს, ადგილზეა 5 ცისტერნა, 25-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ხოლო ამ დროისთვის უკვე მოახერხეს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

სააგენტოს განცხადებით, ამ დროისთვის უკვე მოსალოდნელია ცეცხლის ლიკვიდაცია.

შავნაბადას მონასტერი. ფოტო: პაატა ვარდანაშვილი

შავნაბადას მონასტერი. ფოტო: პაატა ვარდანაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.