ახალი ამბები

ივანიშვილი: ახალმა მთავრობამ აღკვეთა ელიტარული კორუფცია

16 მაისი, 2013 • 1546
ივანიშვილი: ახალმა მთავრობამ აღკვეთა ელიტარული კორუფცია

კონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და “ცენტრალური აზიისა და  კავკასიის კვლევითი ინსტიტუტის” ეგიდით იმართება და მასში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის დელეგეციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

კონფერენციის გახნის დროს თავის მისასალმებელ სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოჰყო. მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი სტრატეგიული საკითხია:

 

“საქართველო ამ დერეფნის ცენტრშია და მას აქვს შესაძლებლობა და სურვილი, იყოს ძლიერი და შემაკავშირებელი რგოლი დასავლეთ-აღმოსავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენი მიზანია გავხდეთ თანამდეროვე სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთის და დასავლეთის ვაჭრობას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ მოიპოვის მყარი პოზიციები სატრანზიტო დერეფნის განვითარებაში, სამი მიმართულებით უნდა მიაღწიოს ქვეყანამ წარმატებას:

 

“უნდა გავაუმჯობესოთ სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, უზრუნველვყოთ მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას, უნდა გვქონდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მეზობლებთან. ინფრასტრუქტურაში ინვესტირება ჩვენი პრიორიტეტია. ვახდენთ საერთაშორისო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობას, რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მნშენებლობას. ჩვენი ინტერესია საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას პორტების და ტერმინალების მფლობელებთან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

პრემიერის თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია მთელ მსოფლიოში და კონსოლიდირებული გადასახადი 16%-ს შეადგენს:

 

“ქვეყანაში არ არსებობს წვრილმანი კორუფცია, ახალმა მთავრობამ აღკვეთა ელიტარული კორუფცია და ამას აღარ დავუშვებთ. ხელსაყრელი საგადასახადო გარემო და დაბალი კომლექსური გადასახადი, მოქნილი საბაჟო სისტემა და კარგი საინვესტიციო ბაზა ბიზნესს მოიზიდავს საქართველოში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მუშაობს საკანონდმებლო პაკეტზე ინვესტიციების და საკუთრების უფელბის დაცვის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი