პრემიერი: შეიძლება ითქვას, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. პრემიერმა ჟურნალისტებს ეს მას შემდეგ განუცხადა, რაც მინისტრებთან ერთად ნახანძრალი ტერიტორია მოინახულა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლოა ცალკეული წერტილოვანი კერები მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს, ამიტომ შტაბი მუშაობას აგრძელებს:

“შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი გააგრძელებს მომდევნო დღეების განმავლობაში მუშაობას. ტექნიკა იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ასეთი წერტილოვანი კერები იყოს ჩამქრალი“ – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მეხანძრე მაშველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.