ახალი ამბები

ნოდარ მელაძემ “მარშალპრესის” წინაააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

24 აგვისტო, 2017 • 5754
ნოდარ მელაძემ “მარშალპრესის” წინაააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის განცხადება, რომელიც ონლაინ გამოცემა marshalpress.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხება. ამ განცხადებას ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს.

საქმე ეხება 24 აგვისტოს marshalpress.ge-ის მიერ გამოაქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით – “რუსთავი 2”-ის ეთერში გაპარული კადრი – ნოდარ მელაძემ ჩამქრალი ხანძრის გამო შეიგინა (ვიდეო)”. “მარშაპლრესის” მასალის თანახმად, “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში “კურიერის” წამყვანმა ნოდარ მელაძემ დუშეთში გაჩენილი ხანძრის გაშუქებისას, ცეცხლის ჩაქრობის გამო “უკმაყოფილება გამოთქვა”. იქვე აღნიშნულია, რომ მას ეგონა, ეთერში არ იყო და შეიგინა.

ქარტიის ცნობითვე, ნოდარ მელაძე ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია “სრული დეზინფორმაციაა”, რის დასადასტურებლადაც მოჰყავს “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გავრცელებული ვიდეომასალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი