ახალი ამბები

გიორგი გაბუნიას დისკრიმინაციის პრინციპი არ დაურღვევია – ქარტია

22 მარტი, 2018 •
გიორგი გაბუნიას დისკრიმინაციის პრინციპი არ დაურღვევია – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანს, გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

“გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა თორნიკე კაკალაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის მეშვიდე პრინციპს არღვევდა 18 მარტს გადაცემა P.S.-ს ერთ-ერთი სიუჟეტის წარდგენისას გაბუნიას მიერ ნათქვამი ტექსტი: “იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ასე 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე”.

საბჭომ მსჯელობის შემდეგ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში მეშვიდე პრინციპი დარღვეული არ ყოფილა. გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება”, – აცხადებენ ქარტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი