47103

ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარო სამინისტრო ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას აქვეყნებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი.

საგარეო სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულოსთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები:

“ესპანეთის სამეფოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე 24- საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში, მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია” – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ბარსელონის ცენტრში  ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა და ათობით ადამიანს დაეჯახა. როგორც “როიტერსი” იუწყება, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. “როიტერსი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევას სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ესპანეთის პოლიციაც, თუმცა დაღუპულთა რაოდენობას ჯერჯერობით არ ასახელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი