ახალი ამბები

ვალვერდე “ბარსელონის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

14 იანვარი, 2020 •
ვალვერდე “ბარსელონის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

საფეხბურთო კლუბ “ბარსელონის” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კატალონიელებს მის ნაცვლად სათავეში კიკე სეტიენი ჩაუდგება.

ერნესტო ვალვერდე ბარსელონას 2017 წლიდან წვრთნიდა – პირველ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “რომასთან” პირველი თამაშის 4-1 მოგების შემდეგ მეორეში 3-0 დამარცხდა. 2018-19 წლების სეზონში გუნდმა კვლავ მოიგო ჩემპიონატი, თასი დათმო ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალში გამოეთიშა ლივერპულთან დამარცხების შემდეგ – 3-0 პირველ შეხვედრაში “ბარსელონის” სასარგებლოდ და 0-4 მეორე შეხვედრაში. ვალვერდეს ბოლო შეხვედრა მთავარი მწვრთნელის რანგში მადრიდის “ატლეტიკოსთან” 2-3 დამთავრდა და, შესაბამისად, “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასსაც გამოეთიშა.

კიკე სეტიენის კონტრაქტი 0.5+1 სქემითაა მიღებული: გუნდს აქვს უფლება, ხელშეკრულება შეწყვიტოს ან ამ სეზონის. ან შემდეგი სეზონის ბოლოს მწვრთნელისთვის კომპენსაციის გარეშე.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი