8, 9 და 10 აგვისტოს ტემპერატურა მთელ საქართველოში მოიმატებს

8, 9 და 10 აგვისტოს ტემპერატურა მთელ საქართველოში უფრო მოიმატებს. თბილისში 40 გრადუსსაც ველოდებით, – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ განუცხადა.

როგორც ჭითანავა ამბობს, 11 აგვისტოდან საქართველოში შედარებით აგრილდება, თუმცა რაიმე არსებითი ცვლილება 13 აგვისტომდე მაინც არ არის მოსალოდნელი:

“10 რიცხვის შემდეგ 2 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა, ხოლო 13 აგვისტოდან მოსალოდნელია შედარებით უფრო დაკლება სიცხეების, თუმცა ჯერ–ჯერობით დაზუსტებული არ არის – დღესდღეობით შედარებით დაწეული ტემპერატურა ჩანს, თუმცა იცვლება ხოლმე ხანდახან. ყოველ ორ დღეში თავიდან ზუსტდება მომდევნო დღეების ტემპერატურა.”

დამსვენებელი გრილდება არაგვში. ბავშვები წუწავენ მოჯომარდეებს. ფასანაური, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დამსვენებლები და ადგილობრივები გრილდებიან თეთრ არაგვში. ბავშვები წუწავენ მოჯომარდეებს. ფასანაური, მთიულეთი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.