ახალი ამბები

NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოშია

6 აგვისტო, 2017 • 2342
NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოშია

NBA-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ზაზა ფაჩულიამ საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა. ორშაბათს, 7 აგვისტოს, თბილისში, სპორტის სასახლეში ამ თასის პრეზენტაცია გაიმართება.

ზაზა ფაჩულიამ ჩამოსვლის შემდეგ აეროპორტში განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეს თასი უკანასკნელი არ იქნება:

“ამ დღეს დიდი ხანია ველოდი. ველოდი იმ მომენტის მერე, რაც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა ოჯახის წევრები ფინალებზე ჩემთან ერთად იყვნენ. ჩემთაბ ერთად იყო გულშემატკივარი, ვისთან ერთადაც აღვნიშნე ეს გამარჯვება, მაგრამ, სულ სხვა გრძნობა და ემოციაა, როცა შენს ხალხთან ერთად გიწევს ამ სიხარულის გაზიარება. ეს თასი საქართვთველოსია, ეს თასი ყველა ჩვენგანის არის და  შეგიძლიათ, ყელამ იამაყოთ. ამ ტიტულს ვერავინ წაგვართმევს მთელი ცხოვრების განმავლობაში.  ეს ისტორიაში ჩაიწერა. არის პირველი, მაგრამ, იმედი მაქვს, არა უკანასკნელი,”- თქვა ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წელს  NBA-ს ჩემპიონი გახდა. მისმა გუნდმა “Golden State Warriors” ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში” Cleveland Cavaliers” ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

საქართველოში ჩამოსვლა და თასის ჩამოტანა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონობის მოპოვებისთანავე გადაწყვიტა. მან თამაშს შემდეგ გულშემატკივარს Facebook live-ის მეშვეობით მიმართა და  თავისი ემოციები გამოხატა:

“სიტყვები არ მყოფნის, ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეა. მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემიქვეყანა წარმედგინა. გილოცავთ ყველას, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედექით. რთულისეზონი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ, ამასყოველთვის ვიტყვი. საქართველოში თასი და ბეჭედი ჩამოვა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი