ახალი ამბები

კორონავირუსი: NBA-მ საკალათბურთო სეზონი შეაჩერა

12 მარტი, 2020 •
კორონავირუსი: NBA-მ საკალათბურთო სეზონი შეაჩერა

მას შემდეგ, რაც Utah Jazz-ის კალათბურთელ რუდი გობერტს კორონავირუსი დაუდგინა, NBA-მ 2019-2020 წლის საკალათბურთო სეზონის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

საკალათბურთო მატჩები, სულ მცირე, ორი კვირით შეჩერდება და ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიხედვით განახლდება.

რუდი გობერტის დიაგნოზი Utah Jazz-სა და Oklahoma City Thunder-ის თამაშამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რის გამოც აღნიშნული მატჩიც გაუქმდა.

მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 ათასზე მეტი შემთხვევა და 4 ათასზე მეტი გარდაცვალება. ჩინეთის შემდეგ ვირუსი ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული, სადაც უკვე 12 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა. შემთხვევები იმატებს საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც. საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევებმა 1 200-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება უკვე გამოაცხადა პანდემიად. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ევროპიდან აშშ-ში მოგზაურობა შეზღუდა.

ფოტოზე: რუდი გობერტი/EPA-EFE/HOW HWEE YOUNG

მასალების გადაბეჭდვის წესი