ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია Golden State-ში კონსულტანტის რანგში დაბრუნდა

30 აგვისტო, 2019 • 2144
ზაზა ფაჩულია Golden State-ში კონსულტანტის რანგში დაბრუნდა

ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტ უორიორსში” დაბრუნდა, თუმცა- არა მოთამაშედ. შესაბამის ინფორმაციას თავად საკალათბურთო კლუბი ავრცელებს.

კლუბის ცნობით, ფაჩულია კონსულტანტის პოზიციას დაიკავებს. როგორც სპორტული ბლოგი SBNATION წერს, აღნიშნულ პოზიციაზე დათანხმება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ფაჩულია მოთამაშის 16-წლიან კარიერას ასრულებს. თავად ზაზა ფაჩულიას ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს.

“გოლდენ სტეიტთან” ერთად, სადაც ის 3 წლის მანძილზე თამაშობდა, ზაზა ფაჩულიამ ორჯერ – 2017 და 2018 წლებში აღნიშნა NBA-ს ჩემპიონობა. კალათბურთელი NBA-ში არაერთი გუნდის ღირსებას იცავდა. მათ შორის არის ორლანდო, დალასი და დეტროიტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი