ახალი ამბები

NBA-ის თამაშები გადაიდო

27 აგვისტო, 2020 • 979
NBA-ის თამაშები გადაიდო

ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გასამართი პლეიოფის შეხვედრები ჩაიშალა. აღნიშნულის მიზეზი აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობაა, რომელიც პოლიციის მიერ ამერიკელი ჯეიკობ ბლეიკის დაჭრას მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც ვისკონსინის გუნდმა, მილოუკი ბაქსმა ოთხშაბათს დაგეგმილ თამაშზე ბოიკოტის ნიშნად უარი თქვა, NBA-მ სამი თამაშის: “ბაქსი”- “ორლანდოს”, “ჰიუსტონი”-“ოკლაჰამასა” და “ლეიკერსი”-“პორტლენდის” თამაშების გადადების შესახებ განაცხადა. მათივე განმარტებით, სამივე თამაში განახლდება, თუმცა უცნობია როდის.

აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 23 აგვისტოს ვისკონსინის ქალაქ კენოშაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ აფროამერიკელ ჯეიკობ ბლეიკს რამდენიმეჯერ ესროლა. პოლიციელების მიერ დაჭრილი ბლეიკი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. არეულობის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი