24398

მომდევნო 10 წლის მანძილზე საქართველოში ლატარიას შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაატარებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და
ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა, რომლის
შედეგადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი”.

“აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში
ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას
უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში”, – იუწყება ფინანსთა სამინისტრო.

აქამდე “საქართველოს ლატარიის კომპანია” იყო ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორი, რომელსაც ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების ჩატარების უფლება გადაეცა 15 წლის ვადით 2009 წელს.

 


საქართველოს ლატარიის კომპანიის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ მასალები:

მოიგო თუ წააგო სახელმწიფომ ლატარიაში?

ვინ თაღლითობს “მოგებული ჯეკპოტის საქმეში”?

“საქართველოს ლატარიის კომპანიის” ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მისცეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი