ახალი ამბები

ანონსი: 25 ივლისი

25 ივლისი, 2017 • 1521
ანონსი: 25 ივლისი

11:00 ყაზახეთის საელჩოს წინ,  ადვოკატთა ასოციაციის
თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის წევრები სამი ყაზახი
ადვოკატის უპრეცედენტო დევნას გააპროტებენ.
მისამართი: თბილისი, შატბერაშვილის 23


 

12:00 სასტუმროში “თბილისი მარიოტი”, iPhone+ის ადმინისტრაცია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოფილი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის კომპანია აიტექნიკსა და iPhone+ს შორის დავაზე.


 

12:00 საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (გაგრინის 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) გაიმართება პრესკონფერენცია. პრესკონფერენციაზე საქართველოს ბანკის, გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე,  საქველმოქმედო ონლაინ პლათფორმას წარადგენს, რომელიც ნივთების დონაციისთვის არის განკუთვნილი.


 

14:30 სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ საია №11 ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ქვეყნის 5 სასამართლოში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი) დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ტენდენციებს ასახავს.

(მის: კოსტავას ქუჩა №14)

მასალების გადაბეჭდვის წესი