ახალი ამბები

“ქალთა ბრძოლა იწყება” – სოლიდარობის მარში ძალადობის წინააღმდეგ [ვიდეო]

20 ივლისი, 2017 • 4194
“ქალთა ბრძოლა იწყება” – სოლიდარობის მარში ძალადობის წინააღმდეგ [ვიდეო]

19 ივლისს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გამართა, რომელიც 14 ივლისს გამართული ქსენოფობიური მარშისა და მისი ორგანიზატორების მხრიდან ქალის მიმართ ძალადობრივი განცხადებების საპასუხოდ ჩაატარეს.

ქალთა სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირზე დაიწყო. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ, შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს მარჯანიშვილის მოედანის მიმართულებით, სადაც მომზადებული სცენა დახვდათ.

მარჯანიშვილის მოედანზე აქციის მონაწილეებს რამდენიმემ სიტყვით მიმართა. გამომსვლელები შეეხნენ ძალადობას, რომელსაც ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, ბავშვობიდან ეჩეხებიან და  გრძელდება ზრდასრულობის ასაკშიც.

ქალთა სოლიდარობის მარში 19.07.2017 ქალთა სოლიდარობის მარში 19.07.2017 ქალთა სოლიდარობის მარში 19.07.2017 ქალთა სოლიდარობის მარში 19.07.2017 ქალთა სოლიდარობის მარში 19.07.2017

14 ივლისს გამართული ქსენოფობიური აქცია-მსვლელობის ორგანოზატორებმა ძალადობისა და გაუპატიურების მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელეს “ფეისბუკზე” გაეროში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ.

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითაა დაწყებული. “ნეტგაზეთმა”მიმართა შსს-ს შეკითხვით, დაიკითხა თუ არა გამოძიების ფარგლებში გია კორკოტაშვილი, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. გამოძიებამ უკვე დაკითხა თათია დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი