ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ფემინისტების ბრძოლა მილიტარიზმის წინააღმდეგ

27 ოქტომბერი, 2022 • 2230
აზერბაიჯანელი ფემინისტების ბრძოლა მილიტარიზმის წინააღმდეგ

ავტორი: ნიკა მუსავი


როგორ აიძულა ყარაბაღის ომმა აზერბაიჯანელი მემარცხენე ფემინისტები პირველი ნაბიჯები გადაედგათ?

კარგად ვაცნობიერებთ, რომ სერიოზული ცვლილებისთვის მხოლოდ განათლება არაა საკმარისი. საჭიროა პოლიტიკური ბრძოლა, მათ შორის გაფიცვები და პროტესტები. მაგრამ აზერბაიჯანული საზოგადოება დღეს აპოლიტიკურია, დაშინებული და დაცალკევებული. ამიტომაც, ვცდილობთ დისკურსის შეცვლას და თანამოააზრეების გაერთიანებას, რადგან წინააღმდეგობა საპროტესტო ჯგუფების მობილიზაციით იწყება.

დღეს აზერბაიჯანში მემარცხენე ფემინიზმი მარგინალურ მოვლენადაც კი არ მიიჩნევა – უკანასკნელ დრომდე ფემინიზმი აქ საერთოდ არ არსებობდა, ყოველშემთხვევაში, მეტ-ნაკლებად ორგანიზებული ფორმით.

თავად ფემინისტური მოძრაობა აზერბაიჯანში უკანასკნელ წლებში ჩამოყალინდა, მაგრამ რაიმე იდეოლოგიური სახე მაქვს არ აქვს [თუმცა, ზოგიერთი მას ლიბერალურ ფემინიზმს მიაკუთვნებს].

პირველი ფემინისტური ჯგუფი, რომელმაც ღიად განაცხადა საკუთარ იდეოლოგიაზე და პოზიცირებს, როგორც მემარცხენე ფემინისტური მოძრაობა, Feminist Peace Collective-ია, რომელიც 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის ფონზე შეიქმნა. დღეს კოლექტივი სამი ახალგაზრდა ქალის – ლალა დარჩინოვას, საადათ აბდულლაზადეს და სევინჯ მასმედზადეს სახით ტრიოს წარმოადგენს.

ლალა დარჩინოვა ბაქოში ცხოვრობს. პირველადი პროფესიით იურისტია, თუმცა ამჟამად სოციალურ ფილოსოფიას სწავლობს.

“თუკი აზერბაიჯანში ქალის სხეულში გაჩნდი, ფემინისტად ჩამოყალიბება არ გაგიჭირდება. ვფიქრობ, აქ ყოველ ქალს ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური შევიწროება და ძალადობა [ფიზიკური ან ფსიქოლოგიური], ამიტომაც ფემინიზმი  ცხოვრების ბუნებრივი ფილოსოფია და წინააღმდეგობის გაწევის საშუალება ხდება”. 

ლალა ოცნებობს, რომ აზერბაიჯანში ოდესმე მაინც რეგიონული კავშირების მქონე ძლიერი პოლიტიკური ფემინიზმი იხილოს.

საადათ აბდულლაზადემ სულ ახლახანს დიდ ბრიტანეთში დაამთავრა მაგისტრის ხარისხი მიიღო და ამჟამად იქიდან ცდილობს აზერბაიჯანის საზოგადოებაზე გავლენების მოხდენას.

“ჩემთვის რთულია საკუთარი თავის იდენტიფიცირება პროფესიული კუთხით, რადგან პირველადი განათლებით სოციალური მუშაკი ვარ. მოგვიანებით, სურვილი მქონდა, მაგისტრის ხარისხი გენდერულ კვლევებში მქონოდა, თუმცა, საბოლოოდ, სტიპენდია ადამიანის უფლებების სწავლებისა და კულტურული მრავალფეროვნების კუთხით მივიღე. ამის მიუხედავად, უკანასკნელი შვიდი წელი ძირითადად, გენდერული საკითხებით ვიყავი დაკავებული”.

მოძრაობის მესამე წევრი სევინჯიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. სევინჯი ფიქრობს რომ მისმა ბავშვობამ, რომელიც მან ომით დაზარალებულ რეგიონში გაატარა, ჩამოაყალიბა მისი ინტერესი მშვიდობის, გენდერისა და უსაფრთხობის საკითხების მიმართ.

“ფემინიზმი ჩემთვის გახდა ძირითადი ქვაკუთხედი იმ პოლიტიკური იდეოლოგიისა, რომელიც ძალადობის სიღრმისეული მიზეზების დასადგენად ვიკვლიე”.

“ომმა უფრო გაგვაბრაზა”

მსგავსი კოლექტივის შექმნის იდეა ერთი პროექტის დროს გაგვიჩნდა, სადაც სამივე ვმონაწილეობდით. ეს იყო ჯერ კიდევ 2019 წელს, თუმცა მაშინ მხოლოდ ფემინისტური სამყაროს იდეის ჩამოყალიბებზე ვფიქრობდით”.

2020 წელს დაწყებული ომმა, ერთი მხრივ, ქალები აიძულა თავი შეეკავებინათ აქტივობებისგან, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაუჩინა, იდეა რეალობად ექციათ.

2020 წლის ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანელი მემარცხენეების ისედაც მცირე საზოგადოება, და მითუმეტეს, გენდერის აქტივისტები ფაქტობრივად, ერთადერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფი აღმოჩნდა, ვინც საბრძოლო მოქმდებებისა და კონფლიქტის საომარი გზით გადაჭრის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა.

იქამდე ომთან დაკავშირებით პოზიციებს ცალ-ცალკე გამოხატავდნენ. აზერბაიჯანის საზოგადოების უმრავლესობისთვის კი სულერთი იყო, მათ შორის ვინაა ლიბერალი, ვინ პაციფისტი და ვინ მემარცხენე –  ყველა მოღალეტედ და ხალხის მტრად შერაცხეს. ზუსტად მაშინ, მემარცხენე ფემინისტები კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ თავი დამოუკიდებელ ჯგუფად უნდა გამოაცხადონ.

“ომმა უფრო გაგვაბრაზა. მზად ვართ ალტერნატიული დისკურსი შევთავზოთ მოქალაქეებს, ხმა ამოვიღოთ და არ დავეთანხმოთ ტოტალიტარულ უმრავლესობას, რომელმაც ასევე, გვაიძულა ორიენტირები შეგვეცევლა და გვეჩვენებინა პოლიტიკური პოზიცია. ფემინიზმი პოლიტიკური გაგებაა და არ შეიძლება მისი პოლიტიკური ბრძოლისგან გაცალკევება”.

ამ ბრძოლაში Feminist Peace Collective-სთვის ყველაზე ხელმისაწვდომი იარაღი განათლების კომპონენტია, შესაბამისად, ისინი საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებებენ კვლევებს და მხატვრულ ტექსტებს გენდერულ პრობლემებზე სამხედრო კონტექტსში და ომის შესახებ გენდერული პრობლემების პრიზიმიდან, ანტისაომარ მოწოდებებს, ასევე, მიმდინარე ამბებს რეგიონულ და მსოფლიო ფემინისტურ და ანტისაომარ პროცესებზე.

“ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის შიგნით კვლევაში, ვაცნობთ საზოგადოებას ადგილობრივ ავტორებს, რომლებიც წერენ ფემინისტურ, ანტიმილიტარისტულ და მემარცხენე ტექსტებს, მათთვის სადისკუსიო სივრცის შექმნით”.

თუმცა, ამავე დროს, რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ სერიოზული ცვლილებისთვის მხოლოდ განათლება არაა საკმარისი, საჭიროა სწორედ პოლიტიკური ბრძოლა, მათ შორის გაფიცვები და პროტესტები. თუმცა, აზერბაიჯანული საზოგადოება დღეს აპოლიტიკურია, დაშინებული და დაცალკევებული. ამიტომაც ვცდილობთ დისკურსის შეცვლას და თანამოააზრეების გაერთიანებას, რადგან წინააღმდეგობა საპროტესტო ჯგუფების მობილიზაციით იწყება.

ილუსტრაცია Feminist Peace Collective-ის ვებ-გვერდიდან

ილუსტრაცია Feminist Peace Collective-ის ვებ-გვერდიდან

მემარცხენე ფემინიზმი აზერბაიჯანულად

მემარცხენე ფემინიზმი “აზერბაიჯანულად” [ლოკალური განსაკუთრებულობების გათვალისწინებით] ნიშნავს ბრძოლას არა პატრიარქატთან და ქალების უუფლებობასთან, არამედ ავტორიტარიზმთან და სქესისგან დამოუკიდებლად უმრავლესობის თავნებობასთან. თუ “უბრალოდ” ფემინისტები აზერბაიჯანში მთავრობას რეფორმის მოთხოვნას უყენებენ [მაგალითად, ისეთის, როგორც სტამბოლის კონვენციასთან მიერთებაა], მემარცხენე ფემინისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს საერთოდ არ შეუძლია ქალების მიმართ ძალადობის პრობლემის აღმოფხვრა, რამდენადაც ძალადობის წყაროს თავად წარმოდგენს.

Feminist Peace Collective-ის წევრების აზრით, ფემინიზმი აზერბაიჯანში, უნებლიედვე, თანდათანობით, თავისით პოლიტიზირდება და რადიკალურ სახეს იღებს.

ე.წ. პირველი თაობის გენდერული აქტივისტები, რომლებიც ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების პოსტსაბჭოთა პროცესების შემდეგ ჩამოყალიბდნენ, საერთოდ თავს იკავებენ იმისგან, რომ დაირქვან ფემინისტები. მათი მთავარი მიზანი კი არასოდეს ყოფილა ბატონობის დასრულება ან დათრგუნვა, მხოლოდ “ქალთა მონაწილეობის გაზრდა და ემანსიპაცია იყო” მათი მოთხოვნა.

თუმცა გენდერული აქტივისტების მეორე თაობა, რომელიც 2010 წლების ბოლოს გაჩნდა, ღიად იდენტიფიცირებს საკუთარ თავს ფემინისტებად და აქტიურად ცდილობს პატრიარქატთან და სახელმწიფოს სტრუქტრულ პრობლემებთან ბრძოლას.

ამიტომაც ფემინისტურ მსვლელობებზე შეგვიძლია ვნახოთ, მაგალითად, ანარქისტული სიმბოლიკა დ უკომპრომისო ლოზუნგები, რაც რადიკალური ფემინისტური აქტივიზმის გაფართოების იმედს იძლევა.

“აზერბაიჯან-სომხეთს შორის სიტუაციის 2022 წლის სექტემბრის გამწვავების შემდეგ Feminist Peace Collective -ის წევრები მშვიდობის მოწოდებით გამოჩნდნენ და ხელი მოწერეს კატეგორიულ ანტისაომარ განცხადებაზე. 

სამხრეთ კავკასიიდან და მთელი პოსტაბჭოთა რეგიონიდან, ასევე თურქეთიდან, ირანიდან და ევროპიდან ფემინისტ, მემარცხენე და ანტიმილიტარისტ “კოლეგებთან” კავშირების დამყარება ამჟამად  Feminist Peace Collective-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ვინაიდან უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გაიზარდა სოლიდარობის საჭიროება.

მასალების გადაბეჭდვის წესი