ახალი ამბებისამართალი

თათია დოლიძე: ეს არის დანაშაული, რეაგირებაც შესაბამისი იქნება

17 ივლისი, 2017 • 14105
თათია დოლიძე: ეს არის დანაშაული, რეაგირებაც შესაბამისი იქნება

“ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე გაეროში ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძე ავრცელებს მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით.

“მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება, სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის”, – წერს დოლიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო ორგანო მყისიერად მოახდენს რეაგირებას, რაც ნიშნავს, რომ გამოძიება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა ქალი გაუპატიურების საჯარო მუქარასთან დაკავშირებით უწყებას მიმართავს.

საქმე ეხება 16 ივლისს ფეისბუკზე ერთ-ერთი ქალის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც “ქართული მარშის” რადენიმე მონაწილე მას ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა.

20106559_1542598775814980_464752456752499989_n

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ “ქართული მარშის” ორგანიზატორების ნაწილის მხრიდან ქალის მიმართ გაუპატიურების შესაძლო მუქარის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მუქარის ადრესატი პოლიციას არ მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი