ახალი ამბები

ყაჩაღობა ბახტრიონის ქუჩაზე

13 აპრილი, 2013 • • 899
ყაჩაღობა ბახტრიონის ქუჩაზე

“ოთხის ოცდახუთი წუთი იყო, ყველანი იქით სექციაში ვიყავით, როდესაც 3 თავდამსხმელი შემოვიდა. მუქარა არ ყოფილა, უბრალოდ სალაროს გასაღები მოითხოვეს, დაახლოებით 700–800 ლარი წაიღეს.  ერთი იყო შეიარაღებული, ჩვენთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ”– განაცხადა მაღაზიის კონსულტანტმა. 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ეს მეორე ნაწილით,  ჯგუფურ ყაჩაღობის მუხლით  მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ახალი დეტალების გარკვევისთანავე  საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი