ახალი ამბები

შეერთებული შტატები საქართველოს წითელას ვაქცინას ჩუქნის

11 აპრილი, 2013 • 1126
შეერთებული შტატები საქართველოს წითელას ვაქცინას ჩუქნის

შემოწირულობა ხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნის საპასუხოდ, რათა საქართველომ თავიდან აიცილოს წითელას გავრცელება.


წელს საქართველოში წითელას 700–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 2012 წელს ავადმყოფობის მხოლოდ 32 შემთხვევა იყო აღრიცხული. 179 პაციენტი საავადმყოფოში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავადმყოფი გარდაიცვალა, მათ შორის 11 თვის გოგონა.


აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვაქცინების შეძენას გაეროს ბავშვთა ფონდი უხელმძღვანელებს. ვაქცინების განაწილებაზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი იზრუნებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი