ახალი ამბები

პოროშენკო: საქართველოს მთავრობას სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით არ მოუმართავს

18 ივლისი, 2017 • 2947
პოროშენკო: საქართველოს მთავრობას სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით არ მოუმართავს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო  ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით მათთვის არ მიუმართავს.

“ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ეფექტური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიგვიღია. ამიტომ ჩვენ არ ვმსჯელობთ და არ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მთავრობის საქმეა. [მოთხოვნის] მიღების შემდეგ ვნახოთ. ჩვენ არ გვაქვს არც პოლიტიკური, არც სოციალური და არც ეკნომიკური პრობლემები ურთიერთობებში. სტრატეგიული პარტნიორები ვართ და არავის და არაფერს შეუძლია ჩვენი გაყოფა”, – განაცხადა პოროშენკომ.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა, თუმცა ინტერპოლი წითელი ცირკულარით არ ეძებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა.

განახლება 16:30 – საქართველოს უკრაინისათვის სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე მიმართული აქვს, მეტიც: უკრაინის გენერალურ პროკურატურას ქართული მხარისთვის ამ საკითხზე პასუხიც აქვს გაცემული – უარი.

2015 წლის 1 აპრილს უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრესრელიზი, რომელშიც ვკითხულობთ:

“უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაასრულა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადციის საკითხზე საქართველოს პროკურატურის თხოვნის განხილვა.

ინსპექციის შედეად უკრაინის გენერალური პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს რისკი, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის თხოვნის უკან პოლიტიკური დევნის სურვილი დგას”, – ნათქვამია უკრაინის პროკურატურის პრესრელიზში და აღნიშულია, რომ ქართულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციაზე უარი ეთქვა.

იმ დროისთვის სააკაშვილი ჯერ კიდევ არ იყო უკრაინის მოქალაქე. უკრაინის პროკურატურის ზემოხსენებული პრესრელიზი 2015 წლის აპრილში გავრცელდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კი უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო.

იმავე პერიოდში განცხადება საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა და დაადასტურა, რომ უკრაინამ სააკაშვილის გადაცემაზე უარი უთხრა. საქართველოს პროკურტაურაში მაშინ აცხადებდნენ, რომ უკრაინამ მათ არც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გადასცა.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა,  ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით მათთვის არ მიუმართავს.

“ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ეფექტური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიგვიღია. ამიტომ ჩვენ არ ვმსჯელობთ და არ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მთავრობის საქმეა. [მოთხოვნის] მიღების შემდეგ ვნახოთ. ჩვენ არ გვაქვს არც პოლიტიკური, არც სოციალური და არც ეკნომიკური პრობლემები ურთიერთობებში. სტრატეგიული პარტნიორები ვართ და არავის და არაფერს შეუძლია ჩვენი გაყოფა”, – ამბობს პოროშენკო ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა, თუმცა ინტერპოლი წითელი ცირკულარით არ ეძებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი