ახალი ამბები

11 წლის გოგონას ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს

11 აპრილი, 2013 • 1377
11 წლის გოგონას ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს

შსს-ს ცნობით, აღნიშნული ოპერაციის განხორციელება ინტერპოლთან, აშშ-ისა და ისრაელის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობის შედეგად განახორციელა.

 

გამოძიების ინფორმაციით, 11 წლის გოგონას ფოტოსურათებს დედა 2 წლის განმავლობაში იღებდა და პორნოსაიტებზე ათავსებდა მისი თანამზრახველის მეშვეობით, რომელიც ისრაელის მოქალაქეა. გამოძიების ცნობით, დედა-შვილის პორნოფოტოებს ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე ჰყიდდა, ეს უკანასკნელი კი ამ ფოტოებს სხვადასხვა საიტებზე ათავსებდა.

 

შსს-ს ცნობით, უკვე დადასტურებულია ამ საქმეში დედის მონაწილეობა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე 45 წლის ქალბატონი და რომელიც 8 აპრილს იქნა დაკავებული საქართველოში, ხოლო მისი თანამზრახველი – 42 წლის მამაკაცი ისრაელში დააკავეს.

 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კდოექსის 143-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანილია სახელმწიფო თავშესაფარში, სადაც ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი