ახალი ამბები

ანონსი – 17 ივლისი

16 ივლისი, 2017 • 1963
ანონსი – 17 ივლისი

წარმოგიდგენთ 17 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

17 ივლისს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება. პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან – სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.

10:10 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძეს ხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

12:00 საათზე, საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში „საარჩევნო განვითარების სკოლები“ გაიხსნება. აღნიშნულ სკოლებში, 18-24 წლის ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სასწავლო კურსი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. 2015 და 2016 წელს პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს კიდევ გაიზარდა. „საარჩევნო განვითარების სკოლას“ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გახსნის. მისამართი: წეროვანი, დევნილთა დასახლება, №3 საჯარო სკოლა. საკონტაქტო პირი: ლალი ლაშხი – 577 710079.

12:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ზაზა ხატიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად. საკონტაქტო პირი: ეკა ხიმშიაშვილი – 577750201.

მასალების გადაბეჭდვის წესი