ახალი ამბები

ანონსი – 7 ივლისი

6 ივლისი, 2017 • 2072
ანონსი – 7 ივლისი

11:00 –  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიას, კვლევის – „შპს „ნარიყალას საქმე“  შედეგებს გააცნობს. კვლევა, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში  (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარების წესისა და საკუთრების კომისიის (შემდეგომში კომისია) მიერ, 2008 წელს, შპს „ნარიყალასთვის“, თბილისში, გორგასალის ქ. #3-ში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების საკითხის კანონიერებას ეხება. კვლევაში ასევე განიხლულია აღნიშნული საკთხის ირგვლივ 2016 წელს განვითარებული მოვლენები.


12:00 – მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა იწყება. ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი დაესწრებიან. მისამართი: მცხეთა, წერეთლის ქუჩა (ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორია).


13:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კორტების საქმეში მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები და ადვოკატი განცხადებას გააკეთებენ. თემა: მსჯავრდებულებმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს. ადვოკატი საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გაასაჯაროებს.


 

13:00 – არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციას გამართავს.


16:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ჩატარდება სამუშაო შეხვედრა -შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტთან დაკავშირებით; შეხვედრას დაესწრებიან: საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს, დამსაქმებელთა და ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).


19:00 – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, გიწვევთქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამოზე, რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართება  ლადო ათანელის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია.


19:00 – ,,ღვინის ქარხანა N1-ში“ ლევან ხარანაულის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. რეტროსპექტული ხასიათის გამოფენა  როგორც ძველ, ასევე  ბოლო პერიოდში შესრულებულ, ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობ ტილოებს  აერთიანებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი