ახალი ამბები

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, ბრალდებულიც საქართველოს მოქალაქეა

5 ივლისი, 2017 • 2363
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, ბრალდებულიც საქართველოს მოქალაქეა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც იგი დაიღუპა. სამინისტროს ცნობით, ბრალდებულიც საქრთველოს მოქალაქეა.
სამინისტროს ცნობით, 29 ივნისს გენერალურ საკონსულოში სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შევიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გ. მ-ის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილის ცხედრს გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით საქართველოში დღეს გადაასვენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი