ახალი ამბები

პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

26 ივნისი, 2017 • 2199
პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 25 ივნისს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე.

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე, მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავს გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას,” – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ირაკლი ფირცხალავა ციხიდან გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი