თბილისში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს [ფოტო]

დღეს, 24 ივნისს, თბილისში, მართლმსაჯულების სახლში მიმდინარეობს მოსამართლეთა კონფერენცია, რომელსაც 271 მოსამართლე ესწრება.

დღევანდელ კონფერენციაზე უნდა აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი, ასევე საბჭოს მდივანი და სადისციპლინო კოლეგიის სამი მოსამართლე წევრი.

დღეს საბჭოს ტოვებენ ის მოსამართლე წევრები, რომელთაც უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ეწურებათ. ესენი არიან: ლევან მურუსიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი. სწორედ მათი შემცვლელები უნდა აირჩიოს დღეს საბჭომ.

კონფერენციას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული არამოსამართლე წევრები, რომლებიც, რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა დაამტკიცა.

კონფერენციაზე მოსული არიან სააპელაციო სასამართლოს ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერ ცერცვაძე.

მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

კონფერენციას ესწრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე, პრეზიდენტის მიერ არჩეული წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი. ვახტან მჭედლიშვილი იყო საბჭოს ერთადერთ წევრი, ვინც 2017 წლის მაისში ბოიკოტი გამოუცხადა მოსამართლეთა დანიშვნებს, კრიტიკული კითხვები დაუსვა გასაუბრებაზე მიხეილ ჩინჩალაძეს და ასევე, ხმა არ მისცა ლევან მურუსიძის დანიშვნას სააპელაციო სასამართლოში.

ვახტანგ მჭედლიშვილი ესაუბრება ნინო გვენეტაძეს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ვახტანგ მჭედლიშვილი ესაუბრება ნინო გვენეტაძეს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ევა გოცირიძე და ნინო გვენეტაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ევა გოცირიძე და ნინო გვენეტაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი