ახალი ამბები

ანტიდასავლური დისკუსია თსუ-ში და უნივერსიტეტის პასუხი

2 ივნისი, 2017 • 10275
ანტიდასავლური დისკუსია თსუ-ში და უნივერსიტეტის პასუხი

ცნობილი ხდება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე “დასავლური საფრთხეები საქართველოსთვის”, რომელშიც მონაწილეობდა ტრისტან წითელაშვილი, თავდაცვის სამინისტროს  ყოფილი თანამშრომელი.

წითელაშვილი, რომელიც გასულ წელს გაეხვა სკანდალში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე უნებართვოდ შესაძლო შესვლის საკითხზე, თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩი   საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. სააგენტო “პატრიოტის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც შეხვედრას ასახავს, წითელაშვილი ასევე საუბრობს იმი, ს შესახებ, რომ “დასავლეთი ებრძვის” საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, საქართველოსთან ისაუბროს აფხაზეთისა და ოსეთის საკითხზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ანტიდასავლურ ეროვნული სამოქმედო გეგმაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 მაისს იმსჯელეს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არის. ხოლო თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა “ნეტგაზეთთან”  ასეთი განმარტება გააკეთა:

“ქალბატონმა დენიზა სუმბაძემ, რომელიც წარსულში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, თხოვნით მიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციას სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების მიზნით აუდიტორიის გამოყოფის თაობაზე. თუმცა განაცხადში აბოსლუტურად სხვა თემატიკა იყო მითითებული.  მან თვითნებურად ჩაატარა ღონისძიება, რომელიც გასცდა წინასწარ გაცხადებულ თემატიკას. აღნიშნული შეხვედრა არ არის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული და,  შესაბამისად, ფაკულტეტის ადმინისტრაცია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმ განცხადებებზე, რაც გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი