ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეგიონში სახლებიდან ადამიანების ევაკუაცია გახდა საჭირო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 21 მაისს, გვიან ღამით, უხვი ნალექის გამო საქართველოს რამდენიმე რეგიონში ადამიანების საცხოვრებელი სახლებიდან ევაკუაცია გახდა საჭირო.

სამსახურის ცნობით, კახეთში, ბორჯომში, გორში ძლიერმა წვიმამ ეზოები დატბორა.

“ბორჯომში მეწყერსაშიშ ზონაში, მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება იყო, აქედან გამომდინარე, ევაკუაციაში ვიყავით ჩართული. დაახლოებით 15 ადამიანის წინაშე იყო საშიშროება, რომ მათი საცხოვრებელი სახლებთან გზა ჩახერგილიყო, ამიტომ ეს ადამიანები გამოვიყვანეთ. იგივე სიტუაცია იყო გურჯაანში”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, არავინ დაშავებულა და ეს ადამიანები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს უკვე დაუბრუნდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com