51580

პარლამენტის ბიურო მხარს არ უჭერს ლაშა თორდიას საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას

დღეს, 16 მაისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ევროპულმა საქართველომ” ლაშა თორდიას ცემის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა. ბიუროს იმ წევრებმა, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, განაცხდეს, რომ არ ეთანხმებიან საგამძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ცემაში ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.

“ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ პარლამენტში ასეთ კომისია შეიქმნას. მათ ეთანხმება “ნაციონალური მოძრაობაც”.

“ეს არ არის პირველი ძალადობა, როემლსაც ადგილი ჰქონდა თქვენი ხელისუფლების პირობებში. როდესაც თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, როდესაც თავს ესხმოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. რომელ საკითხზე დადო გამოძიებამ ისეთი დასკვნა, რომ ჩვენ დღეს გგვქონდეს საფუძველი, რომ გამოძიების პროცესს შეიძლება ვენდოთ?”- ამბობს “ნაციონალური მოძრაობოს” წევრი სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილის ამ განცხადებს მოჰყვა კამათი იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარესთან, ეკა ბესელიასთან, რომელმაც სამადაშვილს მიმართა, ნუ დაავიწყდება, რომ “მოძალადეების პარტიას” წარმოადგენს.

ირაკლი კობაიძის თქმით, ეს საქმე მათვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან საქმე ეხება აუდიტის სამსახურს, რომელიც პარლამენტთან ინსტიტუციურ კავშირშია.

“ეს საქმე ჩვენი განსაკუთრებული ინტერსის საგანი იქნება” – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ “გამოძიებას უნდა დაველოდოთ”. მისივე თქმით, პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე მიიღებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამოძიების შედეგები აჩვენებს, იქნება თუ არა კითხვის ნიშნები ამ შედეგებთან დაკავშირებით და ამიტომ არ უჭერს მხარს:

“ბიუროზე განვიხილეთ ეს საკითხი და ამ ეტაპზე, ხაზგასმით ვამბობ, ამ ეტაპზე, არ დავუჭირეთ მხარი ერთადერთი მიზეზი გამო, რომ ჩვენ უნდa ვენდოთ ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუ დარჩა რაიმე კითხვის ნიშანი ამ შედეგებთან დაკავშირებით, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ კომისიის შექმნაზე, რადგან ვეთანხმებით მათ ერთადერთ რამეში, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რადგან საქმე შეეხება საქართველოს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი