ავლაბრის მეტროს ვერტიკალური ბაღი გახმა [ფოტო]

ავლაბრის მეტროს შენობაზე განთავსებული ვერტიკალური ბაღი, რომელიც 2010 წელს მოეწყო, გახმა. ეს ფოტო 2017 წლის 15 მაისსაა გადაღებული.

ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია © ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია © ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

2010 წელს სააგენტო IPN-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, “ავლაბრის” მეტროსთან ვერტიკალური ბაღი მერიის დაფინანსებით მოეწყო ფრანგი ბოტანიკოსის, ლანდშაფტის არქიტექტორის, პატრიკ ბლანშის პროექტით.  ამავე ინფორმაციის თანახმად, მასში 104 დასახელების 4400 მარადმწვანე მცენარე იყო გამოყენებული.

29-8-201017-1-34731-2

ვერტიკალური ბაღი © პატრიკ ბლანში

დღეს, მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთმა ფოტო გადაიღო და მიზეზებით დაინტერესდა, თბილისის მერიაში  განგვიცხადეს, რომ ბაღი გახმა, თუმცა “გამოცხადდა ტენდერი, ხელახლა გაკეთდა და მალე დამონტაჟდება”.

“ახლა შეფუთულია და დაამონტაჟებენ”.

კითხვას, რატომ გახდა საჭირო ხელახალი მონტაჟი და რა არის გახმობის მიზეზი, მერიაში აცხადებენ, რომ სარწყავი სისტემა კარგად არ იყო გაკეთებული. მერიაში ამბობენ, რომ ახალ ტენდერში გრინსერვისმა გაიმარჯვა, თანხა –  130 000 ლარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com