ახალი ამბები

პოლიციამ ზუგდიდში დაკარგული 13 წლის ბიჭი იპოვა

11 მაისი, 2017 • 24175
პოლიციამ ზუგდიდში დაკარგული 13 წლის ბიჭი იპოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ 2004 წელს დაბადებული ლუკა იპოვეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ლუკა სახლიდან 10 მაისს, საღამოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა  და უკან აღარ დაბრუნებულა. პოლიციამ მისი ძებნა გუშინვე დაიწყო და სულ ცოტა ხნის წინ თბილისში იპოვა. სამართალდამცველების ცნობით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახთანაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლუკა აქამდეც რამდენჯერმე დაკარგულა, თუმცა რა მიზეზებით, უწყებაში არ აკონკრეტებენ. როგორც შსს–ში გვითხრეს, მშობლები, მათი ახლობლები ან პოლიციელები რამდენიმე დღეში პოულობდნენ ხოლმე ბავშვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი