ახალი ამბებიეკონომიკა

15 მაისიდან რიყე-ნარიყალის საბაგიროთი მგზავრობა ძვირდება

8 მაისი, 2017 • 21764
15 მაისიდან რიყე-ნარიყალის საბაგიროთი მგზავრობა ძვირდება

საკრებულოს გადაწყვეტილებით, რიყე-ნარიყალის საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 15 მაისიდან 2,5 ლარამდე გაიზრდება. ინიციატივა ამის შესახებ თბილისის მერიას ეკუთხვნის. გაზრდილ ტარიფთან ერთად, უქმდება შეღავათები სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, ფასის გაზრდა ორი მიზეზით იყო განპირობებული. როგორც “ნეტგაზეთს” ტრანსპორტის სამსახურში განუცხადეს, საბაგიროთი მგზავრობის თვითღირებულება 2 ლარს აღწევს, რაც არსებულ ფასთან მიმართებით არარენტაბელური იყო.

გარდა ამისა, მერიის ტრანსპორტის საქალაო სამსახურში ამბობენ, რომ რიყე-ნარიყალის საბაგიროს სამგზავრო დანიშნულება არ აქვს, ის ტურისტულ-შემეცნებითი საშუალებაა, რომლის მომხმარებელთა 80%-ს ტურისტები შეადგენენ. აქედან გამომდინარე, მერიაში მიაჩნიათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან მსგავსი სერვისები არ უნდა ფინანსდებოდეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი