რუსეთის მოქალაქეობის გამო სტივენ სიგალს უკრაინაში შესვლა აეკრძალა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მსახიობ სტივენ სიგალს ხუთი წლით აეკრძალა ქვეყანაში შესვლა მას შემდეგ, რაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს უკრაინის მედიაზე დაყრდნობით.

უკრაინამ მანამდე ასევე აუკრძალა რუსეთში შესვლა ევროვიზიის კონკურსის მონაწილეს რუსეთიდან. ევროვიზიას კიევი მომავალ კვირაში უმასპინძლებს.

სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ნოემბერში მიანიჭა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი