იოჰანეს ჰანი

იოჰანეს ჰანი: თბილისში ევროპული სკოლა დაარსდება

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანმა დღეს, 5 მაისს, მთავრობის ადინისტრაციაში ვიზიტისას, ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ევროკომისრის თქმით, საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში ევროპული სკოლა დაარსდება.

მისი თქმით, სკოლა მრავალენოვანი იქნება. ჰანის განცხადებით, ეს საპილოტე პროექტია, რომლის მიზანიც საქართველოსა და ევროკავშირის ენობრივი და კულტურული დაახლოებაა. ასევე, სკოლა გზას გაუხსნის ქვეყნის ახალგაზრდებს  წამყვანი ევროპული უნივესიტეტებისკენ.

სკოლის შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.  პრემიერის განცხადებით, სკოლა ფუნქციონირებას 2018 წლიდან დაიწყებს:

“ევროკომისიასთან ერთად ასევე ვგეგმავთ რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნას. ეს იდეა ეკუთვნის იოჰანეს ჰანს, რომლისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს სკოლა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და ამით ეს სკოლა საფუძველს ჩაუყრის ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადებას.”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com