საზოგადოება

სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხმგებელი საქართველოს მთავრობაა – ევროკომისარი

2 თებერვალი, 2023 • 884
სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხმგებელი საქართველოს მთავრობაა – ევროკომისარი

ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგბელი საქართველოს მთავრობაა. ამის შესახებ მან დღეს, 2 თებერვალს, განაცხადა ევროპარლამენტში  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიმდინარე დებატებისას.

მისი თქმით,  ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელებთან შეხვედრებში არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

მათ შორის ევროკომისარმა გაიხსენა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, რომელიც სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით 28 დეკემბერს გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები სისტემატურად აკვირდებიან სააკაშვილის სასამართლოებსაც და მათი მოთხოვნაა, რომ ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ევროკომისრის თქმით,  საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ყველა ზომა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის  და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

„ევროკავშირის პოზიცია ნათელია. თუ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მთავრობის პასუხისმგბელობაა, რომ იმოქმედოს . სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება  და მისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა გაკრიტიკებულია სხვადასვხა მხარის მიერ. ყველას ინტერესში შედის, რომ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას მხედველობაში იყოს მიღებული დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების სამედიცინო ექსპერტების დასკვნები. ევროკავშირი სრულიად მზადაა, რომ ქართველ პარტნიორებს დაეხმაროს ამ სიტუაციაში“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

როგორც იოჰანეს ჰანმა განაცხადა, ევროკავშირი გააგრძელბს ყურადღებით დაკვირვებას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის მობილიზებას, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე დრამატული შედეგი.

ამავე დროს შევახსენებთ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, რომ ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განახორციელონ ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირის 12 პრიორიტეტშია მოცემული“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი