ახალი ამბები | , ,

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება

5 მარტი, 2019 | | 837
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება

ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის, ასევე, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანის თქმით, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე.

“ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებებით, განსაკუთრებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნის პროცესში. იმედია, ეს იქნება ინკულუზიური და გამჭვირვალე და საქართველოს სასამართლოს სისტემა წარმატებით მოექცევა რეფორმის ფარგლებში”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მისი თქმით, საქართველო და ევროკავშირი აგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს მიერ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებით კუთხით. ასევე, ერთბლივად მიმდინარეობს მუშაობა იმ გეგმაზე, რომლითაც მეტი ქართული პროდუქციის ექსპორტი მოხდება ევროკავშირის ბაზარზე.

ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციის თარგმანს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი