გვირილობა 2017 – ფოტორეპორტაჟი ქუთაისიდან

დღეს, 2 მაისს, ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული –  “გვირილობა 2017 “, იგივე ქუთაისქალაქობა სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ქუთაისიდან.

“გვირილობის” აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქუთაისის დალოცვით დაიწყო. საზეიმო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ გადაიხადა. ბაგრატის ტაძარში, უცხოელ სტუმრებთან ერთად, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

მეუფე კალისტრატე ლოცავს ქუთაისს. ფოტო: მერიის პრესსამსახური

მეუფე კალისტრატე ლოცავს ქუთაისს. ფოტო: მერიის პრესსამსახური.

ქუთაისს “გვირილობის” დღესასწაულზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები და ელჩები სტუმრობენ, მათ შორის ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლება.

ქუთაისის მერი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს ათვალიერებინებს ქალაქს.

ქუთაისის მერი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს ათვალიერებინებს ქალაქს. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი.

გვირილობა 2017-ზე გოგონებმა გვირილები გაყიდეს. შემოსული თანხა „სოლიდარობის“ ფონდში გადაირიცხება.

გვირილობა 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

გვირილობა 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ქალაქის თვითმმართველობა, მაჟორიტარი დეპუტატები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წევრები უცქერენ ბავშვებისა და მოზარდების ცეკვას.

ქალაქის თვითმმართველობა, მაჟორიტარი დეპუტატები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წევრები უცქერენ ბავშვებისა და მოზარდების ცეკვას. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

მოხუცი ქალი ყიდის ყვავილებს. გვირილობა 2017

ქალი ყიდის ყვავილებს. გვირილობა 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

გვირილობა 2017

გვირილობა 2017.  ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

გვირილობა 2017

გვირილობა 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

გვირილობა 2017

გვირილობა 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ქუთაისი მერი ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი ბავშვების ხელნაკეთ ნივთებს ყიდულობს

ქუთაისი მერი ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი ბავშვების ხელნაკეთ ნივთებს ყიდულობს.  ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ქუთაისში “გვირილობა” მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაულია. “გვირილობა” გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. მომდევნო წლებშ “გვირილობას” ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.