ახალი ამბები

რ2: IRI–ის კვლევით, ოცნებას 26% უჭერს მხარს, ენმ–ს – 15%

30 მარტი, 2017 • 1743
რ2: IRI–ის კვლევით, ოცნებას 26% უჭერს მხარს, ენმ–ს – 15%

ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყება, რომ მათთვის ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის შედეგები. რ2–ის ცნობით, IRI-მ კვლევები თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ჩაატარა.

კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას – შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 26 %.

ნაციონალური მოძრაობა – 15 %

ევროპული საქართველო –7 %

ლეიბორისტული პარტია – 6%

პატრიოტთა ალიანსი – 4%

თავისუფალი დემოკრატები – 3%

დემოკრატიული მოძრაობა – 2%

გირჩი – 1%

რესპუბლიკური პარტია  –1 %

სხვა პარტიები – 1 %

გამოკითხული მოსახლეობის 15-მა პროცენტმა არ იცის ვის მისცემდა ხმას, შემდეგ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ხოლო მოსახლეობის 20 %-ს არ აქვს კითხვაზე პასუხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი