ახალი ამბები

აქცია – რატომ უჭერენ სტუდენტები მხარს ბუკინისტებს [ფოტო/ვიდეო]

20 მარტი, 2017 • 2626
აქცია – რატომ უჭერენ სტუდენტები მხარს ბუკინისტებს [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 20 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ბუკინისტების მხარდასაჭერად და თბილისის მერიის გასაფრთხილებლად აქცია გაიმართა.

ბუკინისტების მხარდასაჭერი აქცია თსუ-ს პირველ კორპუსთან. 20.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ბუკინისტების მხარდასაჭერი აქცია თსუ-ს პირველ კორპუსთან. 20.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

აქციაზე, რომელიც სტუდენტური გაერთანება “აუდიტორია 115”-ის ორგანიზებით გაიმართა, ძირითადად ორ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება-ბუკინისტებს სჭირდებათ აკადემიურ სივრცე, რადგან სტუდენტებს შეუძლიათ იაფად შეიძინონ წიგნები; იშვიათი წიგნები, რომლებიც მაღაზიებში არ იყიდება.

ბუკინისტების მხარდასაჭერი აქცია თსუ-ს პირველ კორპუსთან. 20.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ბუკინისტების მხარდასაჭერი აქცია თსუ-ს პირველ კორპუსთან. 20.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

მეორე საკითხი შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ ბუკინისტები წიგნების გაყიდვით იღებენ შემოსავალს და მათ აქვთ შრომის უფლება უნივერსიტეტთან ახლოს – იქ, სადაც ყველაზე ადვილად მიუწვდებათ ხელი წიგნებზე სტუდენტებსა და პროფესორებს.

თსუ-ს პირველი კორპუსის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში და მის მიმდებარედ რამდენიმე ბუკინისტი ყიდის ძველ წიგნებს. ვალერიან ცირდავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სამი დღის წინ მივიდნენ მასთან ადამიანები და მოსთხოვეს, 2 დღეში წასულიყო იქიდან. როგორც ცირდავა ამბობს, მათ თავი მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებად გააცნეს.

ბუკინისტი გიორგი ჩახვაშვილი თავის წიგნებთან, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელში. 20.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ბუკინისტი გიორგი ჩახვაშვილი თავის წიგნებთან, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელში. 20.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ვალერიან ცირდავა, ისევე, როგორც მეორე ბუკინისტი გიორგი ჩახვაშვილი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათსა და წიგნების მომხმარებლებს შორის ერთგვარი ურთიერთობაა დამყარებული. ისინი ენდობიან და ნისიადაც აძლევენ წიგნებს. იმ შემთხვევაში კი, თუ არ აქვთ წიგნი, ცდილობენ უშოვონ ხოლმე. ამიტომ თავად ბუკინისტებსაც ვერ წარმოუდგენიათ სხვაგან მუშაობა, უნივერსიტეტის გარეშე.

ბუკინისტების მხარდასაჭერი აქცია თსუ-ს პირველ კორპუსთან. 20.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ბუკინისტების მხარდასაჭერი აქცია თსუ-ს პირველ კორპუსთან. 20.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ლევან ლორთქიფანიძემ, აუდიტორია 115-ის წევრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღევანდელი აქცია მხოლოდ ბუკინისტების მხარდასაჭერად კი არ გამართულა, არამედ, ზოგადად, გარემოვაჭრეების მიმართაა სოლიდარული.

გუშინ, 19 მარტს თბილისის მერიამ არ მისცა საშუალება გარემოვაჭრეებს, მარჯანიშვილის მოედანზე გაეშალათ დახლები და იქ ევაჭრათ, მათ შორის იყვნენ  ჟურნალ-გაზეთების, სხვადასხვა სურსათისა და ტანსაცმლის გამყიდვლები, ასევე- ბუკინისტები.

მერიის თქმით, ეს შეზღუდვა თბილისის სხვა უბნებსაც შეეხება და გარემოვაჭრეებს არ მისცემენ საშუალებას, რომ ტროტუარებზე ივაჭრონ.

უფრო დეტალურად ნახეთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი