ფორბსის მილიონერების სია 2017

ფორბსი: 2016 წელს მილიარდერთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

უკანასკნელი 12 თვის მანძილზე მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობამ 13%-ით მოიმატა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დედამიწაზე ამჟამად 2043 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ქონების ჯამური ოდენობა ასევე რეკორდულია, 7.67$ ტრილიონი, რაც წინა წელზე 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. ჟურნალი “ფორბსი” მილიარდერთა განახლებულ სიას აქვეყნებს.

უკვე მეოთხე წელია ზედიზედ ბილ გეითსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. მან ეს სტატუსი ბოლო 23 წლის მანძილზე უკვე მეთვრამეტედ მიიღო. ის ამჟმად 86$ მილიარდს ფლობს, გასულ წელს კი 75$ მილიარდი ჰქონდა. გასული წელი განსაკუთრებით სარფიანი ამაზონის დამფუძნებლისთვის, ჯეფ ბეზოსთვის აღმოჩნდა, რომელმაც ქონებას 27.6$ მილიარდი შემატა. ის მეხუთე ადგილს იკავებდა, თუმცა ახალ სიაში 72.8$ მილიარდით პირველად არის ტოპ-სამეულში.

უორენ ბაფეტმა ასევე ადგილი ჩამოართვა კომპანია “ზარას” დამფუძნებელ ამაჩიო ორტეგას წლის განმავლობაში დამატებით მოგროვებული 14.8$ მილიარდით.

სიაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა ფეისბუკის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმაც. მისი ქონება 11.4$ მილიარდით გაიზარდა. ათწლეულების განმავლობაში პირველად ხუთეულში ადგილი დაკარგა მექსიკის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, კარლოს სლიმ ჰელუმ.

სიაში 195 ახალი სახელი გამოჩნდა. აქედან 76 ჩინეთიდანაა. 26 წლის ჯონ კოლისონი კი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელია, სნაპჩატის შემქნელ ევან შპიგელთან ერთად. 56 მილიარდერი კი 40 წლამდე ასაკისაა.

სიაში გამოჩნდა ახალი 15 ქალი მილიარდერი, რომელთა უმეტესობაც აზიიდანაა: 10 ჩინეთიდან, 1 ვიეტნამიდან. ჯამში ,სიაში 227 ქალია.

აშშ-ში კვლავ ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს – 565 ადამიანი. შემდეგ ჩინეთია 319 მილიარდერით. გერმანია – 114-ით, ინდოეთი- 101-ით.

ბიძინა ივანიშვილი, ამ დროის მონაცემებით, 4.5 მილიარდით 367-ე ადგილს იკავებს.

“ფორბსის” 2017 წლის მილიარდერთა სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბილ გეითსი – 86 მილიარდი.
  2. უორენ ბაფეტი – 75.6 მილიარდი;
  3. ჯეფ ბეზოსი – 72.8 მილიარდი;
  4. ამანჩიო ორტეგა – 71.3 მილიარდი;
  5. მარკ ცუკერბერგი – 56 მილიარდი;
  6. კარლოს სლიმ ჰელუ – 54.5 მილიარდი;
  7. ლარი ელისონი – 52.2 მილიარდი;
  8. ჩარლზ კოხი – 48.3 მილიარდი;
  9. დევიდ კოხი – 48.3 მილიარდი;
  10. მაიკლ ბლუმბერგი – 47.5 მილიარდი;

ავტორი