კანის რიგით 70-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო რუბენ ოსტლუნდის ფილმს “მოედანი” (The Square) გადაეცა. გრანპრი მიიღო ფილმმა “120 დატყმა წამში” (120 Beats Per Minute).
ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო რეჟისორის ტიტული 2017 წელს სოფია კოპოლას გადაეცა.
ფესტივალის 70-ე იუბილესთან დაკავშირებით დაწესებული ჟიურის პრიზი გადაეცა მსახიობ ნიკოლ კიდმანს.
წელს საუკეთესო მსახიობი კაცი გახდა ხოაკინ ფენიქსი ფილმისთვის “შენ ნამდვილად არასდროს ყოფილხარ აქ” (You Were Never Really Here). საუკეთესო მსახიობი ქალი დაიანა კრუგერია ფილმში “In the Fade” შესრულებული როლისთვის. ჟიურის პრიზი გადაეცა ანდრეი ზვიანგიცევის ფილმს “უსიყვარულო” (Loveless).
კანის კინოფესტივალი წელს 17 მაისს არნო ესპლეჩინის ფილმით “ისმაელის მოჩვენება” გაიხსნა და 28 მაისამდე გაგრძელდა.